← მთავარი
საზოგადოება

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მყვინთავებმა უცხოელის ცხედარი იპოვეს

29 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მყვინთავებმა უცხოელის ცხედარი იპოვეს

ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძებრო სამუშაოებიც მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

← მთავარი