← მთავარი
სპორტი

"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“პროფესიონალები ასე არ იქცევიან” - კინმა ალვარესი გააკრიტიკა03:08/26-06-2026+-ვეტერანმა ფეხბურთელმა როი კინმა “ატლეტიკოს” ფორვარდი, ხულიან ალვარესი რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

ალვარესმა არგენტინისა და ავსტრიის (2:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ორივე მხარისთვის ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია და მას ოცნება აქვს, რომლის ასრულებაც სურს. 

როგორც გაირკვა, ალვარესის ოცნება “ბარსელონაში” თამაშია და “ბლაუგრანამ” ფეხბურთელს მოსთხოვა, რომ “ატლეტიკოდან” წასვლის სურვილი საჯაროდ დაეფიქსირებინა.

“ის ახლა “ატლეტიკოში” თამაშობს. სწორედ მისი სტანდარტები, მენტალიტეტი და ბრძოლისუნარიანობა იმსახურებს პატივისცემას. თუ მართლაც სურს დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბება, ყურადღება ამჟამინდელ კლუბში თამაშზე და საკუთარი ღირებულების დამტკიცებაზე უნდა გადაიტანოს, ვიდრე ოცნების კლუბზე ხმამაღლა საუბარსა და ტრანსფერის მოთხოვნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კიდევ ერთი ფეხბურთელი იქნება, რომელმაც ზედმეტად ბევრი ილაპარაკა თავის საოცნებო კლუბზე და დაავიწყდა ის გუნდი, რომელმაც შანსი მისცა.

ატლეტიკომ ის ძირითად თავდამსხმელად მიიყვანა. კლუბმა მას შესაძლებლობა მისცა. და ახლა, მცირე წარმატების შემდეგ, უკვე ამბობს, რომ მისი ოცნების კლუბი “ბარსელონაა” და წასვლა სურს?

ნამდვილ პროფესიონალებსა და ნამდვილ გუნდურ მოთამაშეებს ასეთ რამეს ვერასდროს ნახავთ. არგენტინელებმა მნიშვნელოვანი ტიტულები ერთად მოიგეს, რადგან ერთმანეთისა და იმ პროცესის პატივისცემა იციან, რომელშიც ერთად მუშაობენ. ისინი საჯაროდ არ აცხადებენ, რომ სხვა კლუბი მათი ოცნებაა და არც ამტკიცებენ, რომ ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია. ეს ბიჭები იმ მაისურისთვის იბრძვიან, რომელიც ახლა აცვიათ”, - კინის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

ცნობისთვის, “ატლეტიკომ” ღიად განაცხადა, რომ ალვარესის “ბარსელონაში” გაყიდვას არ აპირებენ.თეგები:ბარსელონაატლეტიკოროი კინიხულიან ალვარესი(1) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი