← მთავარი
სპორტი

კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში შვეიცარიამ კატართან გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 1:1.

შვეიცარია პენალტით ემბოლომ დააწინაურა. ეს ტურნირის ისტორიაში ამ გუნდის პირველი თერთმეტმეტრიანი იყო. ევროპელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც - საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში თავურით ხუხიმ გაიტანა. 

ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო ქულა აქვს.

მეორე ტურში, 18 ივნისს შვეიცარია ბოსნიას, ხოლო 19 ივნისს კანადა კატარს დაუპირისპირდება.

სანტა კლარა. „ლივაის სთედიუმი“ კატარი - შვეიცარია 1:1 გოლები: 0:1 ემბოლო (17, პენ), 1:1 ხუხი (90+4)თეგები:შვეიცარიის ნაკრებიკატარის ნაკრები(2) / (0)

← მთავარი