საზოგადოება
ფილადელფიაში ქართველი DoorDash-კურიერი მომხმარებლის შეკვეთის მოპარვის გამო დააკავეს
ფილადელფიის გამოცემა Philly Crime Update-ის ცნობით, პოლიციამ DoorDash-ის კურიერი დააკავა: ის მომხმარებლის შეკვეთას ადრესატს არ მიართმევდა, სახლში მიიტანდა და თავად ჭამდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფილადელფიაში მცხოვრებმა 28 წლის დავით ბიბიჩაძემ 2026 წლის 20 აპრილს შეკვეთა ერთ-ერთი რესტორნიდან აიღო, თუმცა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ციფრულმა კვალმა აჩვენა: მან მომხმარებლის მისამართზე მისვლის ან მასთან დაკავშირების არავითარი მცდელობა არ გაუკეთებია — პირდაპირ საკუთარ სასახლეში გაემართა.
დავით ბიბიჩაძეს ბრალი ედება ქურდობასა და მოპარული ქონების მითვისებაში.