← მთავარი
პოლიტიკა

„ქართული ოცნება” სპეციალიზებულ მაუწყებლებზე უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

19 მაისი, 2026 · წყარო: civil.ge
„ქართული ოცნება” სპეციალიზებულ მაუწყებლებზე უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს

საქართველოს სადავო პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს განიხილავს — „ქართული ოცნების” ინიციატივა სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების შეზღუდვისგან გაათავისუფლებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება ეხება მხოლოდ იმ არხებს, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებს — სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო ან გასართობ — გადასცემენ. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემების მქონე მაუწყებლებს შეზღუდვა შენარჩუნდებათ.

ამასთანავე, კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას: თუ მაუწყებელი აკრძალული წყაროდან დაფინანსებას მაინც მიიღებს, კომუნიკაციების კომისია მას მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას დაავალდებულებს. გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქმეს აღსრულების ეროვნული ბიურო გადაიბარებს.

← მთავარი