სპორტი
ვანო კარკაძემ „ოიონაქსს” ორი ლელოთი გამარჯვება მოუტანა — 5 ქართული გუნდი პლეი-ოფში”
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის Pro D2-ის წინასაბოლოო ტურში ვანო კარკაძის „ოიონაქსმა” „ნევერს” 47:26 გაუსწრო. კარკაძემ 12-ე და 54-ე წუთებზე ორი ლელო მიითვალა, სანამ 56-ე წუთზე მოედნიდან გამოვიდა.
ამ შედეგით Pro D2-ის ექვსეულის ვინაობა გაირკვა — ექვსი გუნდიდან ხუთი ქართველ მორაგბეებს ჰყავს:
- „ვანი” (მიხეილ ალანია)
- „პროვანსი” (თორნიკე ჯალაღონია)
- „ვალანსი” (ილია სპანდერაშვილი)
- „ოიონაქსი” (ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა)
- „ბრივი” (კ. მიქაუტაძე, ვ. აბდალაძე, გ. შველიძე)
„ოიონაქსი” 82 ქულით მე-5 ადგილზეა. ბოლო ტური მხოლოდ პლეი-ოფის წყვილებს გაარკვევს. ქვედა ბოლოდან „კარკასონი” (ვ. ახობაძე, ნ. ნარმანია, გ. აღნიაშვილი) პირველ დივიზიონს ტოვებს.