← მთავარი
სპორტი

ქარდავამ ჰურგადაში წყვილების პირველ რაუნდი მოიგო — მეოთხედფინალი ელოდება

19 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge

ეგვიპტის ჰურგადაში გამართულ ქალთა $15,000-ის ჩოგბურთის ტურნირში ზოზია ქარდავა მე-3 სარეიტინგო ნომრის სტატუსით გამოდის. ერთეულებში სტარტზე ქარდავა კვალიფიკაციიდან ტურნირზე ასულ ვლადა შაკლეინას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

წყვილებში ქარდავა ბელარუსელ ულიანა ჰრაბავეცთან ასპარეზობს — ეს დუეტი ტურნირის მე-2 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მათ გერმანელი მაქსინე სოფი კამერერი და პოლონელი მარტინა ზარემბა 6:1, 6:2 ანგარიშით დაამარცხეს. მეოთხედფინალში ქარდავა-ჰრაბავეცის დუეტს იტალიელი ემა მარტელენგი და სარა მილანეზი ელის.

ამავე დღეს ამერიკის W50 ტურნირიდან ნაკლებ სახარბიელო ამბავი მოვიდა: სოფიო შაფათავამ პირველ წრეში ესპანელ ალისია ჰერეროს ლინანასთან 3:6, 0:6 ანგარიშით წააგო.

← მთავარი