ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის თამაში უარყოფითად შეაფასა:
„ესპანეთმა იმედები გამიცრუა. აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ახლა პირადად მე ასეთად აღარ ვთვლი. ოქროს მედლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად რაღაც განსაკუთრებული არ ჰყოფნით. ტურნირი გრძელია და არაა გამორიცხული, პლეი-ოფების სტადიაზე მათი უკეთესი ვერსია ვნახოთ“, - განუცხადა კარაგემა AS-ს.
H ჯგუფში „ფურია როხამ“ 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.