"შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება" - ჯეიმს კარაფანო IAM-თან ინტერვიუში
ჯეიმს კარაფანო, The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, თეთრ სახლთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ იდეოლოგიური სიახლოვის ან ტრამპისადმი სიმპათიის დეკლარირებით ვერ მოხდება.მისი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ თბილისისგან კონკრეტულ ინიციატივებს და ხელშესახებ შედეგებს ელოდება.კარაფანო მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა თბილისს ერთგვარ „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათს“ არ მისცემს, თუ საქართველო ორივე მხარისთვის სასარგებლო, სერიოზულ და ხელშესახებ შედეგებს არ წარმოადგენს.„თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან“, - ამბობს ჯეიმს კარაფანო. „და თუ ამის შესაბამისად არ მოქმედებენ, მაშინ მიზეზი ისაა, რომ მათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ“, - აცხადებს ის.The Heritage Foundation-ი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც რესპუბლიკური პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.კარაფანო ამბობს, რომ პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, „შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება“ - „თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც”.შეკითხვაზე, დახუჭავს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია თვალს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებებზე, კარაფანო პასუხობს, რომ - არა.„იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ ან იმიტომ, რომ ხელისუფლება არ მოგვწონს - არამედ იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული“, - ამბობს კარაფანო.ის არ მოელის, რომ ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომელიმე მხარე აირჩევს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ.საქართველოს შიდა პოლიტიკა - ვის მხარეს დადგება აშშ?„შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად, შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ.“„თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: „კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ, უთხრათ მათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ“ - ამას ჩვენ არ გავაკეთებთ.“„ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. თუმცა ასევე არ არის ჩვენი საქმე, უგულებელვყოთ ის საკითხები, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობას და საქართველოს, როგორც ჩვენი პარტნიორის, წარმატებას“, - ამბობს ჯეიმს კარაფანო Independence Avenue Media-სთან 18 ივნისს ჩაწერილ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ
“რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ მოგვიანებით” - კობახიძე რუბიოს განცხადების პასუხად
კარაფანო ფიქრობს, რომ “შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა, რომ საქართველოს იზოლაციაში მოქცევისა და მისი იგნორირების მცდელობას სარგებელი არავისთვის მოაქვს, არც ერთ მხარეზე”.მისი სიტყვებით, შეერთებული შტატები ღრმად დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ გაფართოებითა და წარმატებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა საქართველო.The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ეხმაურება სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ივნისის დასაწყისში საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.
ასევე ნახეთ
იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში გამართულ მოსმენაზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონს ჰკითხა, რა იქნებოდა საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა თბილისისგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მიიღო. თუმცა პრემიერმა კობახიძემ პასუხად უარყო ასეთი საუბარი და თქვა, რომ საქართველო სკოლის მოსწავლე არაა, რომელსაც შეიძლება უთხრან, როგორ მოიქცეს.
ასევე ნახეთ
აღმაშფოთებელია, რომ „ოცნების“ მარიონეტმა პრემიერმა რუბიო ტყუილში დაადანაშაულა - კონგრესმენი უილსონი
რუბიოს განცხადება საქართველოზე და ტრამპის მოლოდინიკარაფანო მიიჩნევს, რომ საქართველო ვერ მოახერხებს, თან პარტნიორობა ჰქონდეს აშშ-სან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს.”შეერთებულ შტატებს უფრო სტაბილური რეგიონი სურს. ამიტომაც, ვფიქრობ, რუბიოს განცხადებები ფაქტებზე დაფუძნებული იყო - ის მსგავს რაღაცებს უბრალოდ არ იგონებს. თუ მან თქვა, რომ ესაუბრა საქართველოს მთავრობას, გულწრფელად უთხრა, რომ ჩვენ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა გვსურს, მაშინ ამაში სრულიად სერიოზული იყო.ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი“ ჰქონდეს - ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ ეს არ იმუშავებს. ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახები შედეგების დადება მოუწევს.ეს პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხოლოდ შედეგებით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს სასიამოვნო სიტყვები. თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო, კარგი. ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა - კარგი. მაგრამ, „სად არის შედეგი? სად არის კონკრეტული შედეგი?“ - ეს არის, რაც მას ნამდვილად აინტერესებს.ასე რომ, ქართველებს მოუწევთ დასხდნენ მაგიდასთან და შეერთებული შტატებისთვის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე რაიმე კონკრეტულის, ხელშესახების წარდგენა. ისინი უბრალოდ ვერ მიიღებენ პრეზიდენტ ტრამპისგან: „კარგი, საქართველო მშვენიერია“ - და ამით ყველაფერი დასრულდება”.
ასევე ნახეთ
The Guardian-ი: საქართველოში „ტრამპ ტაუერი“ სანქცირებული ივანიშვილის შვილის მიწაზე აშენდება
დასავლეთის კრიტიკა და რუსეთ-ჩინეთისკენ გადახდაჯეიმს კარაფანოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისა და ჩინეთისკენ გადახრა და ევროპისა და ამერიკისგან დისტანცირება მათი კრიტიკის შედეგად დაიწყო.”მათ შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ჩიხური ურთიერთობებია - რუსეთი რეგიონში ძლიერ და გავლენიან ძალად ვეღარასდროს აღდგება.საქართველოსთვის ის ყოველთვის რელევანტური იქნება, რადგან მის საზღვარზეა, მაგრამ ახლა ის უბრალოდ მეზობელია - ის არ არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოვლენებს წარმართავს. ჩინეთმა კი არაერთხელ აჩვენა, რომ თავს არავისთვის დადებს - ის იქ წავა, სადაც ფულის შოვნა და გავლენის მოპოვება ადვილია და არა უცილებლად ქართველების სასარგებლოდ.ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, არსებული კურსის პირობებში ხელისუფლებას შეუძლია ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, უფრო მარგინალური და ნაკლებად რელევანტური მოთამაშე გახდება…"”ასე რომ, საქართველოს შეუძლია ამ გზას შეუერთდეს ან დარჩეს იზოლირებული - რუსებისა და ჩინელების მოწყალებასა და პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტებზე დამოკიდებული - ეს, გარკვეულწილად, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული”, - ამბობს კარაფანო.რა იყო დასავლეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა?შეკითხვაზე, რა იყოს დასავლეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, კარაფანო პასუხობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, “არ ჩართულიყო შეერთებულ შტატებთან საერთო ინტერესის საკითხებზე”.აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოს სჯიდაკარაფანო ამბობს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით “ჩართულობაა”, მაგრამ აშშ საქართველოს “ხვეწნას არ დაუწყებს”.”შემიძლია გავიგო, რატომ იყო ეს პრობლემატური წინა ხელისუფლების დროს, რომელიც რეალურად მხოლოდ საქართველოს დასჯით იყო დაინტერესებული, ევროპელებთან ერთიანი ხაზით მოქმედებდა და საქართველოს იზოლირებას ცდილობდა. მაგრამ ეს არ არის ამ ადმინისტრაციის სტრატეგია. ამ ადმინისტრაციის სტრატეგია ჩართულობაა. ჩვენ ასე ვმოქმედებთ, ასე ვიმოქმედეთ ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთან.მაგრამ შეცდომას ნუ დაუშვებთ - ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეერთებული შტატები ხვეწნას არ დაუწყებს საქართველოს, ისაუბროს როგორც რეალურმა პარტნიორმა რეალურ საკითხებზე. თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქიბუქი სურს, კეთილი, მაგრამ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება. თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს… მსოფლიოში სხვა საქმეებიც გვაქვს, მთელ ცხოვრებას ქართველების დევნაში ვერ დავხარჯავთ”, - ამბობს კარაფანო.რა ცვლილებების ნახვა სურს ვაშინგტონს „ქართული ოცნებისგან“კარაფანო ფიქრობს, რომ აშშ-ს სურს, რომ საქართველო უფრო მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი იყოს “შუა დერეფნის” განვითარებაში და შავი ზღვის უსაფრთხოებაში და აღელვებთ ჩინეთის როლი.”ცხადია, ძალიან გვაშფოთებს ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩინეთი აკონტროლებს ან ფლობს. არავის ადარდებს, თუ ჩინური საქონელი „შუა დერეფნით“ გადაადგილდება, მაგრამ გვაღელვებს ჩინეთის შესაძლებლობა, ფლობდეს ინფრასტრუქტურას და გავლენას ახდენდეს მასზე - იქნება ეს ციფრული ინფრასტრუქტურა თუ ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურა, როგორიც პორტია.მზად ვართ ჩინეთთან კონკურენციისთვის ყველანაირ სფეროში და ასევე არ გვაქვს პრობლემა, თუ ქვეყნები ჩინეთთან საქმიანობენ. მაგრამ შეერთებული შტატების მიზანია, არ არსებობდეს ჩინეთზე სტრატეგიული დამოკიდებულება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი სტრატეგიაა ჩვენთვის და ასევე სწორი სტრატეგიაა ჩვენი პარტნიორებისთვის”.
ასევე ნახეთ
საქართველო-ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდნენ
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა -“პრობლემა საქართველოსთვის”კარაფანო “საქართველოს პრობლემას” უწოდებს ქვეყნებს შორის “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის” გადაწყვეტილებას.”არც ამდენად განსაკუთრებითაა ჩინეთი საქართველოთი დაინტერესებული. არც ბევრი ფულის ფლანგვით არიან დაინტერესებული. ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს ადვილია. ეს ერთგვარად ჰგავს მდგომარეობას, როცა ქვეყნის სულს არცთუ ისე დიდ ფულად ჰყიდი და საბოლოოდ, სანაცვლოდ თითქმის არაფერს იღებ.საბოლოო ჯამში, ჩინეთი საქართველოსთვის არაფერს გააკეთებს. მათ რუსების დასახმარებლად თავი არ დაუდევთ უკრაინასთან ომში; თავი არ დაუდევთ ირანელებისთვის, ირანის ომში. ჩინეთი არავისთვის არ სწირავს თავს. ასე რომ, სანამ საქართველოში ადვილი ფული და ადვილი გავლენა იქნება, ჩინელები ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ…მაგრამ, თუ რაღაცას არაფრის სანაცვლოდ აძლევთ - და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სწორედ ამას აკეთებენ ახლა ქართველები - მიიღებთ იმას, რასაც მიიღებთ. თქვენ მოგექცევიან, როგორც ვასალ სახელმწიფოს და დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება სულ უფრო გაიზრდება.და საქმე ის არის, რომ ეს შეერთებული შტატებისთვის საპირწონე საერთოდ არ არის, ხომ ასეა? შეერთებულ შტატებს ეს არ ადარდებს. ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ისრაელის გამო ვიბრძვით. თუ საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს, კარგი, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ საქართველოს გამო ბრძოლას არ დავიწყებთ. ამიტომ, ჩვენი შეურაცხყოფა ან ჩინეთის წინაშე ქედის მოხრა…” - ამბობს კარაფანო.კარაფანო “ბლა-ბლას” უწოდებს შარშან პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსისადმი კობახიძის მიერ გაგზავნილი წერილის შინაარსს.
ასევე ნახეთ
კობახიძე ტრამპს და ვენსს ღია წერილით მიმართავს
“შეერთებულ შტატებში უამრავი ადამიანია, რომლებიც დონალდ ტრამპით აღფრთოვანებულები არიან და ამაზე მუდმივად საუბრობენ. თუ ამას საქართველოც აკეთებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად რა დადეს მათ მაგიდაზე? არაფერი. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ან ხელისუფლების სრულ პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს და იმაზე, რამდენად ჩაკეტილია საკუთარ თავში და არ ესმის, როგორ მუშაობს მსოფლიო, როგორ მუშაობს შეერთებული შტატები; ან, არ ვიცი, შესაძლოა ცუდი ლობისტები ჰყავდათ, მაგრამ ეს თავიდანვე მარცხისთვის განწირული სტრატეგია იყო.თუ შეხედავთ იმ ძლიერ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც შეერთებულ შტატებს აქვს, ეს არ არიან ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპზე კარგ რაღაცებს ამბობენ; ეს არიან ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპთან ერთად კონკრეტულ საქმეებს აკეთებენ. მაგალითად იაპონია, რუმინეთი, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი — ქვეყნები, რომლებიც მაგიდაზე რაღაცას დებენ და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობენ. აი, სწორედ ეს ხალხია და არა ის ხალხი, ვინც წერილებს წერს: „ჩვენც გვძულს დიფ სტეიტი“. დონალდ ტრამპს ეს არ აინტერესებს. „დიფ სტეიტთან“ დაკავშირებით თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. იცით, არ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც MAGA-ს მაისურები აცვიათ და ქუდები ახურავთ, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან იმუშავებენ, სწორედ ამას ვეძებთ.”, - ამბობს კარაფანო.კარაფანო არ მოელის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას რაიმე ემუქრებოდეს, მიუხედავად იმისა, გაუმჯობესდება თუ არა ორი ქვეყნის ურთიერთობები.”ვგულისხმობ, საქართველოს შეუძლია უსასრულოდ გააგრძელოს არსებობა შეუმჩნევლობასა და უღიმღამოობაში. მსოფლიო საქართველოს ირგვლივ არ ბრუნავს”, - ამბობს ის.საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიკარაფანო მიიჩნევს, რომ “ევროკავშირი კვლავ საქართველოს დასჯისა და იზოლაციის პოზიციაშია”, რა ეტაპიც შეერთებულმა შტატებმა უკვე გაიარა.”ჩემი ვარაუდია, რომ თუ საქართველო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ააშენებს და ეს წარმატებული იქნება, ევროპელებიც ამ ხაზს გაჰყვებიან”, - ამბობს ის.სამხრეთ კავკასიის მიმართ ტრამპის სტრატეგიაში საქართველოს როლზე საუბრისას კარაფანო ამბობს, რომ საქართველოს “ნაკლებად მნიშვნელოვანი” როლი აქვს “სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში წარმატების” და “რუმინეთსა და ბულგარეთში ამერიკის მზარდი გავლენის გამო”.”ვფიქრობ საქართველო არ არის იმდენად აუცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც ის ორი წლის წინ იყო, როცა ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა. ამის მიუხედავად, იქნებოდა თუ არა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სასარგებლო? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სრულად დავუჭერდით მხარს.”ბიძინა ივანიშვილი და სანქციებიშეკითხვაზე, რა იქნებოდა საჭირო ბიძინა ივანიშვილისადმი დაწესებული სანქციების მოსახსნელად, კარაფანო პასუხობს, რომ”ამისთვის საჭირო იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოვიდეს რეალური წინადადებების პაკეტით, რომელიც მაგიდაზე რეალურ, ხელშესახებ შედეგებს დადებს”.მისი სიტყვებით, “შეერთებული შტატები არასდროს მოხსნის სანქციებს მხოლოდ იმის დაპირებით, რომ მომავალში უკეთ მოიქცევიან ან უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმეს კარგ წერილს გაუგზავნიან. ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა. ამ ბურთის წინ წასაწევად ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს. შეერთებულმა შტატებმა ზუსტად ის გააკეთა, რაც, ჩემი აზრით, უნდა გაეკეთებინა - გააგზავნა სიგნალი, რომ მზად არის საქართველოს მიმართ იზოლაციის პოლიტიკას გასცდეს. სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელიც სერბებსაც გადასცეს. სერბები ამ გზავნილის შესაბამისად მოქმედებენ, საქართველოს ხელისუფლება კი - არა”, - ამბობს ჯეიმს კარაფანო, The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი.მასთან ინტერვიუს სრულს ვერსიას ონლაინგამოცემა Independence Avenue Media ავრცელებს.