კანისა და ფრჩხილის სოკო - დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას
ფრჩხილის ფორმის შეცვლა, კანის ქავილი, სიწითლე და ნახეთქები - ეს ის უსიამოვნო სიმპტომებია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ დისკომფორტს იწვევს. კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ბევრი პაციენტი ექიმთან ვიზიტს აგვიანებს, ან მკურნალობას შუა გზაში წყვეტს იმ გავრცელებული მოსაზრების გამო, რომ თითქოს ეს დაავადება განუკურნებელია.
რა ხდება რეალურად, როდესაც საქმე სოკოვან ინფექციებს ეხება? რა როლი აქვს თანამედროვე მედიკამენტებს და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს დეტალურად უპასუხებს ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო კობახიძე.
ბატონო სოსო, რამდენად არის გავრცელებული ფრჩხილისა და კანის სოკოვანი ინფექცია ?
კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები აწუხებს მოსახლეობის 10-20% -ს
სოკოვანი ინფექციით დაავადება მარტივია და მისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადების შემთხვევები და მათი მაღალი მაჩვენებელი იზრდება პროფესიული ჯგუფების მიხედვით, მაგალითად, ხშირია სპორტსმენებში.
სოკოვანი ინფექციის გავრცელება დამოკიდებულია ადამიანის კანის თავისებურებაზე, ცხოვრების წესსა და ზოგიერთი დაავადებების/მდგომარეობის არსებობაზე (დიაბეტი, ფსორიაზი, იმუნიტეტის დაქვეითება). დაინფიცირების რისკი მაღალია ჭარბი ოფლიანობის დროს, ასევე აღსანიშნავია აუზების, საუნების და სპორტდარბაზების ვიზიტისას ჰიგიენის ნორმების დაუცველობის დროს რისკის ზრდა.
სხვადასხვა იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატების გამოყენება, ანტიბიოტიკის, ან სხვა წამლების ექიმის დანიშნულების გარეშე ხშირი მიღება ასევე ზრდის ინფექციის რისკს.
როგორ ამოვიცნოთ კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია?
კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ერთად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის ლოკალიზებული ინფექცია :
კანის სოკოვანი ინფექციის არსებობისას პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
კანის სიწითლე
კანის ქავილი
კანზე ნახეთქების წარმოქმნა
კანის აქერცვლა
კანზე არასასიამოვნო სუნი
ფრჩხილის „სოკოთი“ დაზიანებისას კი პაციენტს აღენიშნება :
ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლა
ფრჩხილის ფორმის შეცვლა
ფრჩხილის გასქელება
სხვა სახის ვიზუალური დაზიანება ფრჩხილზე
სოკოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქო-სოციალური დეზადაპტაცია და მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლის ხარისხზე. ხილული დაზიანებების გამო ხშირად პაციენტი ვერ ატარებს გახსნილ ფეხსაცმელს, მალავს დაზიანებულ ფრჩხილებს და კანის დაზიანებულ უბნებს.
მნიშვნელოვანია, რომ დროულმა დიაგნოსტირებამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობა.
არასწორმა და დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზედაპირული და იოლი თერაპია აღარ იქნება საკმარისი. პაციენტს უფრო რთული პროცედურები და ხანგრძლივი დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.
როგორც ვხედავთ პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხარისხიანი პრეპარატებით მკურნალობას საჭიროებს, რომელზე შევაჩეროთ არჩევანი?
მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია. რასაკვირველია, სჯობს, რომ პრეპარატი იყოს ორიგინალური და მისი ეფექტურობა დამტკიცებული.
საქართველოში ხელმისაწვდომია მაღალეფექტური, თანამედროვე, ადგილობრივი მოქმედების პრეპარატი „ექსოდერილი“. ის მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, მისი ეფექტურობა თითქმის 50 წლიანი გამოცდილებით დასტურდება.
„ექსოდერილი“ ხელმისაწვდომია როგორც კრემის, ისე ხსნარის სახით. ხსნარი ეფექტურია ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ, ხოლო ექსოდერილის კრემი რეკომენდებულია კანის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ექსოდერილის კრემს გააჩნია სამმაგი მოქმედება: ანადგურებს სოკოს, ხსნის ქავილს და სიწითლეს.
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ სოკოვანი ინფექცია არ იკურნება, ხარისხიანი, თანამედროვე, ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, საჭიროებისამებრ სისტემური (ანუ დასალევი) პრეპარატებით მკურნალობა და კვალიფიციური ექიმის დახმარება თითქმის 100%-იან განკურნებას უზრუნველყოფს.
სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია მოთმინება. მე ყოველთვის ვუხსნი პაციენტს, რომ ფრჩხილი იზრდება ხელზე 6 და ფეხზე 9 თვის განმავლობაში, იზრდება თვეში 1-2 მმ და ამიტომ დადებითი ეფექტი ჩანს მხოლოდ 3 თვის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მკურნალობის შეწყვეტა ვიზუალური უეფექტობის გამო.
ბატონო სოსო, როგორ ავიცილოთ თავიდან ფრჩხილისა და კანის სოკოვანი დაავადება?
კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია გადამდებია, ამიტომ:
ყოველთვის უნდა იხმაროთ კანის/ფრჩხილის ინდივიდუალური მოვლის საშუალებები;
აუცილებლობის შემთხვევაში სალონებში მოითხოვოთ სტერილურობის შესაბამისი ცნობა;
საერთო მოხმარების აუზებში, სპორტდარბაზებსა თუ საუნებში, მკაცრად უნდა დაიცვათ ინდივიდუალური ჰიგიენის წესები (მაგალითად არ იაროთ რეზინის ჩუსტების გარეშე სველ იატაკზე);
ბანაობის შემდეგ კარგად გაიმშრალოთ კანი;
მოერიდოთ ტერფის ტრავმატიზაციას, ატაროთ მორგებული ფეხსაცმელი.
ჩემო მთავარი რჩევა: ნებისმიერ საეჭვო დაზიანებაზე მიაკითხეთ სპეციალისტს და არჩევანი შეაჩერეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ეფექტურ პრეპარატებზე.