კანადელი სტუდენტი საქართველოში რეცეპტის გარეშე ADHD-ის მედიკამენტებით შემოსვლის გამო დააკავეს
საიმონ როვენსკი, 22 წლის კანადელი სტუდენტი, რომელსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზი აქვს, საქართველოში მედიკამენტ ადერალის გამო დააკავეს. კანადელ სტუდენტს, მისი ოჯახის თქმით, რეცეპტის გარეშე შემოჰქონდა მედიკამენტი, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. მას ბრალად ედება ნარკოტიკების ფართომასშტაბიანი კონტრაბანდა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როვენსკის ოჯახის მიერ საქველმოქმედო ვებგვერდ GoFundMe-ზე გავრცელებული ინფორმაციით, რივენსკი, რომელიც წარმოშობით ვანკუვერიდანაა, საქართველოში მეგობართან ერთად ჩამოვიდა და კანადელი ექიმის მიერ ADHD-ის სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები ჰქონდა. ოჯახმა კანადურ მედიას განუცხადა, რომ როვენსკის ადერალი ნარინჯისფერ ბოთლში ჰქონდა, რომელზეც მისი ექიმის სახელი და ქვითარი იყო მითითებული, თუმცა რეცეპტი არ ჰქონია. „ვინაიდან საიმონმა არ იცოდა, რომ მედიკამენტი საქართველოში აკრძალული იყო, მას აეროპორტში დეკლარაცია არ შეუვსია და შედეგად დააკავეს.“ოჯახის თქმით, როვენსკი და მისი მეგობარი საზღვარზე გააჩერეს, „მრავალსაათიანი დაკითხვა და დამამცირებელი პირადი ჩხრეკა მოუწყვეს“. ოჯახის წევრების თქმით, მებაჟე-ოფიცერმა უკიდურესად ინვაზიური შემოწმება ჩაატარა. ორივენი საათობით გააჩერეს ისე, რომ არ იცოდნენ, შემდეგ რა მოხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, როვენსკი თბილისის გლდანის ციხეში იმყოფება, სასამართლო პროცესი კი 25 ივნისსაა დაგეგმილი. ადვოკატზე დაყრდნობით, ოჯახი აცხადებს, რომ არსებობს „დამკვიდრებული პრაქტიკა“, როდესაც ხდება სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფოსთვის გადახდა, შემდეგ კი დაკავებულის გათავისუფლება და დეპორტაცია. მათი შეფასებით, ასეთ შემთხვევებში ჯარიმა 30 000-დან 45 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.მათ ასევე განაცხადეს, რომ როვენსკის დედამ დახმარებისთვის კანადის საელჩოს მიმართა, თუმცა მას უთხრეს, რომ საელჩო ვერ ჩაერეოდა სასამართლო პროცესში. ოჯახში მიაჩნიათ, რომ კანადის მთავრობისგან დახმარების მიღების ყოველგვარი იმედი ამოწურეს.საკითხზე კომენტირებისას, პარტია „ფედერალისტების“ წარმომადგენელმა, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, რომ ადერალი დაშვებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ და, საქართველოსგან განსხვავებით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს ხშირად ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.სიხარულიძის თქმით, მოქმედი რეგულაციებით, საქართველოში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზის დასმაც და მკურნალობაც „პრობლემურია“. მისი თქმით, ექიმები ხშირად ერიდებიან ფსიქოაქტიური მედიკამენტების დანიშვნას, რადგან მათ „შესაძლოა დაემუქროთ ან ლიცენზიის ჩამორთმევა, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“.This post is also available in:
English Tagsკანადა ნარკოპოლიტიკა
Copy URL URL Copied