სპორტი
პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და პლეი-ოფებმა აიღო სტარტი - კანადამ სამხრეთ აფრიკა 1:0 დაამარცხა.
უპირატესობას კანადა ფლობდა, პირველ ტაიმში მეტი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, ჩრდილოამერიკელები შეტევებს აგრძელებდნენ, რომლის რიგებში 75-ე წუთზე დევისი შევიდა. გუნდის მთავარ ვარსკვლავს ტურნირზე აქამდე ტრავმის გამო არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში კი ეუშტაკიუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
4 ივლისს, მერვედფინალში, კანადა ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ინგლვუდი. „სოუ ფაი“ სამხრეთ აფრიკა - კანადა 0:1 გოლი: ეუშტაკიუ (90+2)
- კანადა ტურნირის ისტორიაში პირველად გავიდა 1/8-ფინალში.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ეუშტაკიუ დაასახელეს.