← მთავარი
საზოგადოება

კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება

8 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება

„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა“, — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოლო დღეებში თბილისში მოსულ უხ ნალექზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული“.

„2017 წლიდან ასეა — როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ “ავლაბარში” წყალი ჩავიდა, “სიცრუე და ცილისწამება” უწოდა.

„აღნიშნული ტელევიზია დაკავებულია სიცრუითა და ცილისწამებით. ისინი ამჯერადაც შეეცადნენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე დეზინფორმაციას. წყლის ჩამოსვლის არანაირი ფაქტი არ ყოფილა. როდესაც აღნიშნული პრობლემა მართლა არსებობდა, არ მოგვრიდებია და თანაგუნდელებთან ერთად ვისაუბრე ამაზე. მოადგილეებსა და აუდიტის სამსახურის ხელმძღანელს დავავალე პრობლემის აღმოფხვრა, დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია. თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ, ვიცით რა გამოწვევებია დედაქალაქში. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ამ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს და მოიძიეთ სწორი ინფორმაცია“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

← მთავარი