პოლიტიკა
კახა კალაძე პოლიციელთა კადრებს ეხმიანება: „ეს ფაქტი კრიტიკას ვერ უძლებს” — „ტვ პირველი” კი „გრძნობების პროვოცირებაში” ადანაშაულა
„ტვ პირველის” მიერ გამოქვეყნებულ პოლიციური ძალადობის კადრებზე თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
„ეს ფაქტი ძალიან ცუდია და კრიტიკას ვერ უძლებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება,” — განაცხადა კალაძემ.
მერმა ასევე გააკრიტიკა „ტვ პირველის” რედაქციული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამ ტელეარხს თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ შესაბამის პირებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებული იყო და ისინი დაკავებულნი იყვნენ. ამის მიუხედავად, ტელეარხმა შეგნებულად ბოლო დრომდე გადადო ვიდეოს გამოქვეყნება, „რათა პროვოკაცია მოეხდინა, მოქალაქეთა გრძნობები გაეღიზიანებინა”.
კალაძემ განაცხადა: „თუ სამართალდამცავი ორგანოს ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ დარღვევა მოხდება, ზუსტად ამ შემთხვევის მსგავსად, სახელმწიფო მაშინვე გამოეხმაურება.”