← მთავარი
სპორტი

კახა ცხადაძემ "გაბალა" დატოვა | Lelo.Ge

2 სექტემბერი, 2026 · წყარო: lelo.ge
კახა ცხადაძემ

კახა ცხადაძე “გაბალას” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 57 წლის სპეციალისტმა აზერბაიჯანულ კლუბი ურთიერთშეთახმების საფუძველზე, ასისტენტ გიორგი ჩიხრაძესთან ერთად დატოვა. ისინი ამ გუნდი 2024 წლიდან მუშაობდნენ.

როგორც ჩანს, “გაბალას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა სეზონის სტარტით - ცხადაძის გუნდმა 3 ტურში მხოლოდ ქულა აიღო და გოლი ვერ გაიტანა.

თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ სწორედ ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაბრუნდა “გაბალა” პრემიერ ლიგაში, ხოლო მომდევნო წელს პლეი-ოფში გამარჯვებით შეინარჩუნა ადგილი აზერბაიჯანულ ელიტაში.

← მთავარი