← მთავარი
სპორტი

კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ინგლისმა დ.რ. კონგოს 2:1 სძლია.

 

თამაში მართლაც საინტერესო გამოვიდა: დებიუტში აფრიკელები სეგუნდა დივიზიონის „კასტელონის“ გარემარბმა სიპენგამ დააწინაურა. ამ სიტუციაში მეკარე პიკფორდი საუკეთესოდ ნამდვილად ვერ გაისარჯა. ინგლისელებმა შეტევებით უპასუხეს, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, კეინის საჯარიმოში წაქცევისათვის პენალტი არ დაინიშნა და კინაღამ მეორე გოლი გაუშვეს, როდესაც ვისამ ახლო მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა. ბოლოს კონგოელთა მეკარე მპასიმ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

 

შესვენების შემდეგ ბრიტანელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და კეინმა დუბლით ინგლისს გამარჯვება მოუპოვა. 

 

ინგლისი მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს მეხიკოს “აცტეკაზე” გაიმართება.

 

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“

ინგლისი - დ.რ. კონგო 2:1

გოლები: 0:1 სიპენგა (7), 1:1 კეინი (75), 2:1 კეინი (86)

 

თეგები:

ინგლისის ნაკრები

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი