[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა13:57/15-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში ესპანეთი ტურნირის დებიუტანტ კაბო-ვერდესთან ფრეს დასჯერდა 0:0. როგორც მოსალოდნელი იყო უპირატესობას ესპანეთი ფლობდა, მაგრამ მათი მეტოქე თავს უნარიანად იცავდა, 40 წლის მეკარე ვოზინიაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა და „ფურია როხას“ მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ 71-ე წუთზე მოედანზე ფაბიანის და გავის ნაცვლად მერინო და იამალი შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი შეიცვალა და სენსაცია დაფიქსირდა. ამავე ჯგუფში 16 ივნისს ერთმანეთს საუდის არაბეთი და ურუგვაი დაუპირისპირდებიან. მეორე ტურში, 21 ივნისს ესპანეთი საუდის არაბეთს, 22 ივნისს კი ურუგვაი კაბო-ვერდეს შეხვდება. ატლანტა. „მერსედეს ბენცი“ ესპანეთი - კაბო-ვერდე 0:0
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვოზინია დაასახელეს, რომელმაც შვიდჯერ მოიგერია ბურთი.
- გავი მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს მეორე ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში ითამაშა.
- სტადიონზე მყოფი „ბარსელონას“ გულშემატკივრები „რეალში“ გადასულ კუკურელიას უსტვენდნენ და იუდას უწოდებდნენ.
- ესპანელთა თავდამსხმელი ოიარსაბალი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც საწყის 30 წუთში ბურთს არ შეხებია.თეგები:ესპანეთის ნაკრებიკაბო-ვერდეს ნაკრები(1) / (1)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ