"Beverley Silks and Woolens"-ის სარდაფში აღმოჩენილი კოპლებიანი აბრეშუმი, ვენსის მოთხოვნა და ჯულია რობერტსის გადაწყვეტილება - "არ გვეგონა რომ მისი გავლენა მოდაზე დღემდე შენარჩუნდებოდა"
Beverley Silks and Woolens“-ის სარდაფში აღმოჩენილი კოპლებიანი აბრეშუმი, ვენსის მოთხოვნა და ჯულია რობერტსის გადაწყვეტილება
„ამ კაბისთვის ქსოვილი ძლივს ეყოთ! ყველას გვახსოვს და გვიყვარს ფილმ „ლამაზმანის“ ცნობილი კაბა კოპლებიანი პრინტით. თუმცა, ის შესაძლოა არც შექმნილიყო, რომ არა კოსტიუმების მხატვრის, მერილინ ვენსის დაჟინებული მოთხოვნა. როდესაც ვენსმა მარტივი, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური სამოსი ჩაიფიქრა, ქსოვილის საძიებლად გაემართა. დიდი კოპლების მქონე აბრეშუმი მან დასავლეთ ჰოლივუდში, მაღაზია „Beverley Silks and Woolens“-ში იპოვა. მეტიც, მას მფლობელების დარწმუნება მოუწია, რომ სარდაფში შეეშვათ, სადაც საუკეთესო ნაჭრებს ინახავდნენ. საჭირო ქსოვილი ძალიან ცოტა იყო, ვენსს კი თავდაპირველად კოჭებამდე სიგრძის კაბა ჰქონდა ჩაფიქრებული. არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ან გაეკეთებინათ გრძელი კაბა და შეეხამოთ Chanel-ის ბალეტკებთან, ან შედარებით მოკლე. მეორე შემთხვევაში, კაბას ქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდებოდა. გადაწყვეტილება ჯულია რობერტსმა მიიღო: მან ქუსლიანი ფეხსაცმელი აირჩია, რის წყალობითაც ქსოვილი ქუდის გასაფორმებლადაც საკმარისი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, ეს ლუქი აქსესუარების ხარჯზე „თამაშობს“. მარტივი კაბა შეავსეს ფართო ქამარმა, უკვე ნახსენებმა „კნუტისებრქუსლიანმა“ (kitten heel) ფეხსაცმელმა, თეთრმა ხელთათმანებმა, თეთრ-ყავისფერმა ჩანთა-უნაგირმა და ხელნაკეთმა მარგალიტის საყურეებმა. ამ იმიჯის წყალობით ქალებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს: იმისთვის, რომ თავბრუდამხვევად გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი გრძელი საღამოს კაბა და ბრილიანტები. „არცერთ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ეს სამოსი ასეთ ეფექტს მოახდენდა და მისი გავლენა მოდაზე დღემდე შენარჩუნდებოდა“, — იცინის ვენსი.