← მთავარი
საზოგადოება

Beverley Silks and Woolens-ის სარდაფში აღმოჩენილი კოპლებიანი აბრეშუმი, ვენსის მოთხოვნა და ჯულია რობერტსის გადაწყვეტილება

27 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
Beverley Silks and Woolens-ის სარდაფში აღმოჩენილი კოპლებიანი აბრეშუმი, ვენსის მოთხოვნა და ჯულია რობერტსის გადაწყვეტილება

Beverley Silks and Woolens“-ის სარდაფში აღმოჩენილი კოპლებიანი აბრეშუმი, ვენსის მოთხოვნა და ჯულია რობერტსის გადაწყვეტილება

„ამ კაბისთვის ქსოვილი ძლივს ეყოთ! ​ყველას გვახსოვს და გვიყვარს ფილმ „ლამაზმანის“ ცნობილი კაბა კოპლებიანი პრინტით. თუმცა, ის შესაძლოა არც შექმნილიყო, რომ არა კოსტიუმების მხატვრის, მერილინ ვენსის დაჟინებული მოთხოვნა. ​როდესაც ვენსმა მარტივი, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური სამოსი ჩაიფიქრა, ქსოვილის საძიებლად გაემართა. დიდი კოპლების მქონე აბრეშუმი მან დასავლეთ ჰოლივუდში, მაღაზია „Beverley Silks and Woolens“-ში იპოვა. მეტიც, მას მფლობელების დარწმუნება მოუწია, რომ სარდაფში შეეშვათ, სადაც საუკეთესო ნაჭრებს ინახავდნენ. ​საჭირო ქსოვილი ძალიან ცოტა იყო, ვენსს კი თავდაპირველად კოჭებამდე სიგრძის კაბა ჰქონდა ჩაფიქრებული. არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ან გაეკეთებინათ გრძელი კაბა და შეეხამოთ Chanel-ის ბალეტკებთან, ან შედარებით მოკლე. მეორე შემთხვევაში, კაბას ქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდებოდა. გადაწყვეტილება ჯულია რობერტსმა მიიღო: მან ქუსლიანი ფეხსაცმელი აირჩია, რის წყალობითაც ქსოვილი ქუდის გასაფორმებლადაც საკმარისი აღმოჩნდა. ​საერთო ჯამში, ეს ლუქი აქსესუარების ხარჯზე „თამაშობს“. მარტივი კაბა შეავსეს ფართო ქამარმა, უკვე ნახსენებმა „კნუტისებრქუსლიანმა“ (kitten heel) ფეხსაცმელმა, თეთრმა ხელთათმანებმა, თეთრ-ყავისფერმა ჩანთა-უნაგირმა და ხელნაკეთმა მარგალიტის საყურეებმა. ​ამ იმიჯის წყალობით ქალებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს: იმისთვის, რომ თავბრუდამხვევად გამოიყურებოდე, სულაც არ არის აუცილებელი გრძელი საღამოს კაბა და ბრილიანტები. „არცერთ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ეს სამოსი ასეთ ეფექტს მოახდენდა და მისი გავლენა მოდაზე დღემდე შენარჩუნდებოდა“, — იცინის ვენსი.

← მთავარი