სპორტი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
უიმბლდონის მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოჟე-ალიასიმი დაძაბულ ბრძოლაში 7:6, 3:6, 6:3, 6:7, 7:6 დაამარცხა.
შეხვედრა 5 საათსა და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა ჯოკოვიჩი ლიონელ მესის შეადარა.
– ზუსტად ისე, როგორც ლიონელ მესი – ის თქვენსავით 39 წლისაა, კვლავ გააქვს გოლები, შენ კი ამ ასაკშიც 5 საათსიან მატჩებს იგებ.
- კარგი იქნებოდა, თუ კორტზეც მხოლოდ 90 წუთის გატარება მომიწევდა, როგორც მას (იცინის).
შეგახსენებთ, ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალში 10 ივლისს, იანიკ სინერს დაუპირისპირდება.