← მთავარი
სპორტი

"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის (1:0) მატჩი შეაფასა.

სამხრეთამერიკელები მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდნენ და ზოგჯერ ამაზე შეხვედრის მთავარი არბიტრი თვალს ხუჭავდა. დაუჯერებელია, თუმცა უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა და სამივე ფრანგების წინააღმდეგ.

ჰარტის თქმით, ასეთი რამ დაუშვებელია და პარაგვაელთა რიგებში რომ ყოფილიყო, მის თანაგუნდელებს მოედნიდან ცემით გაიყვანდა.

“პარაგვაის ეს გუნდი ნამდვილი სირცხვილი იყო. ჩემი თანაგუნდელები ასე რომ მოქცეულიყვნენ, მოედნიდან ძალით გავიყვანდი. არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი მატჩის ასეთი სტილით მოგებას. რაც შეეხება მსაჯს, მისი მუშაობა აბსოლუტური კატასტროფა და სირცხვილი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ მას დიდ ფორუმებზე აღარასოდეს მიიწვევენ.

ეს თამაში ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება - ეს იყო ფეხბურთის დაცინვა, სხვა არაფერი”, - განაცხადა ჰარტმა.

საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.

← მთავარი