სპორტი
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს — „ოქროს ბურთი” 100%-ით მისია
საქართველოს ნაკრებისა და მახაჩყალის „დინამოს” მცველმა ჯიმი ტაბიძემ matchtv-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას მხარი დაუჭირა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
„ამჟამად ხვიჩა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მალე მნიშვნელოვანი თამაში აქვს — ჩემპიონთა ლიგის ფინალი. წარმატებას ვუსურვებ,” — განაცხადა ტაბიძემ.
„ოქროს ბურთი” დაიმსახურა?
„დიახ, წელს „ოქროს ბურთი” 100%-ით უნდა მიიღოს. ფინალში დუბლს შეასრულებს — ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის ექნება,” — თქვა ტაბიძემ.
ქართველ ფეხბურთელს ფენომენალური სეზონი ჰქონდა: „არარეალური ფეხბურთელია, სხვა პლანეტაზე თამაშობს!”