← მთავარი
სპორტი

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

26 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ჯიქია დეპოშია.

ჯიქია დეპოშია. “ის არაფერს წარმოადგენს” - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს13:55/25-06-2026+-32 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ თურქეთის პირველ ლიგაში გავარდნილ “ანტალიასპორში” დარჩენა არ ისურვა, კონტრაქტი გაწყვიტა და მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა. 

ჯიქიას ტრანსფერზე “ჩემპიონატთან” კომენტარი ცსკა-ს ყოფილმა მცველმა ვლადიმირ პონომარიოვმა გააკეთა:

“გაკვირვებული ვარ, როგორ აღმოჩნდა ჯიქია “ლოკომოტივში”. ის უკვე სამი წელია მცველი არ არის. როდესაც “სპარტაკში” თამაშობდა, სულ მიკვირდა, ასე როგორ შეიძლება, რადგან ბურთის ართმევაც არ შეუძლია. თან მოჩვენებითი შთაბეჭდილების მოხდენა იცის, როგორიც ჩვენთან მარიო ფერნანდესი იყო. ჯიქია კი 33 ქლისაა, აუ ჩემი! “ლოკომოტივში” საერთოდ არ აზროვნებენ? თუნდაც იური სიომინისთვის ეკითხათ რჩევა. 

“ლოკომოტივი” ჯიქიასთან” ერთად ვერაფერს მოიგებს, მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე თუ იჯდება. ჯიქია არაფერს წარმოადგენს, მისი უმაღლესი ლიგის გუნდში ყოფნა არ შეიძლება! აიყვანეს მგზავრი და დაე ახლა იტანჯონ. მეგონა კარიერას დაასრულებდა და ასეთი რამ მოხდა. ის ჩემთვის არასოდეს არ იყო საინტერესო. ასეთი ბიჭები კარგად ჭამენ და შემდეგ სათადარიგოთა სკამზე ზიან. 

ასეთი ფეხბურთელებით “ლოკომოტივს” არავითარი კარგი პერსპექტივა არ აქვს. დროულად უნდა დაესრულებინა კარიერა, ახლ კი ტალახში ამოთხვრიან. ჯიქია ხომ ოდესღღაც “სპარტაკში” ცუდი არ გახლდათ, კარიერა 3+სზე ჰქონდა, მაგრამ ბიჭები იმით სარგებლობენ, რომ ფეხბურთში არიან უცოდინარი ადამიანები, რომლებიც მზად არიან კონტრაქტები გაუფორმონ და ფული გადაუხადონ”. თეგები:მოსკოვის ლოკომოტივიგიორგი ჯიქიაანტალიასპორი(2) / (1)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი