სპორტი
ზაზა ჯანაშია: „ხვიჩას გამო მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთს ვუქომაგებ”
ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია, მოსკოვის „ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის გუნდს დაუჭერს მხარს.
„მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთს ვუქომაგებ, რადგან ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგაში თამაშობს. მინდა, რომ ამ ნაკრებმა გაიმარჯვოს. მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ესპანეთიც კარგია, მაგრამ ფრანგები უფრო ძლიერები არიან”, — განაცხადა ჯანაშიამ Championat-თთან ინტერვიუში.
ღამის მატჩების შეკითხვაზე ჯანაშიამ უპასუხა: „არაკომფორტულ დროს? მატჩების გამოტოვებას არ ვაპირებ. ღამით ვუყურებ და ამის შემდეგ დავიძინებ.”
2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის მატჩით იხსნება.