← მთავარი
საზოგადოება

გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან” წასვლაზე: „მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი — ის მითხრა, გეხუმრეო”

25 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან” წასვლაზე: „მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი — ის მითხრა, გეხუმრეო”

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ სოციალური ქსელით განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი” და Globalcell-თან თანამშრომლობა დასასრულს მოვიდა.

„დასრულდა ჩემი და „იმედის” თანამშრომლობა, ასევე ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ. ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება. მადლობა, ნახვამდის,” — თქვა ხაზარაძემ ვიდეო მიმართვაში.

ამ ინციდენტამდე სოციალურ ქსელში „იმედის” გადაცემის ვიდეო გავრცელდა, სადაც ნანიკო ხაზარაძე სტუმარ ორნელა მუტისთვის შეკითხვის დასმის დროს ჯაჯანიძეს სახელის შეშლის გამო მხრებში ხელი ჩამოართვა.

„ამბები” ჯაჯანიძეს დაუკავშირდა. „ჩვენ ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ — ის ვიდეოშიც ამბობს, თავად წავედიო. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა — უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო.

ადამიანი რომ ამბობს, სამსახური დავტოვე, ისე ლანძღვა და შეურაცხყოფა — ეს ვერ შეიძლება. მოხდა და გაიარა. ღამე ვესაუბრეთ, ვუთხარი — ნუ შემაწუხებ, რა იყო, თავი ხომ არ მოგიჭრია. სპეციალურად ხომ არ უქნია. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს — ნებისმიერ ადამიანს ფეხი შეუძლია ადამიანურად შემთხვევით დაადგას. ხომ ვიცით ქრისტიანები ვართ და ვუტევებთ ერთმანეთს,” — განმარტა ჯაჯანიძემ.

← მთავარი