← მთავარი
პოლიტიკა

ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა - კარაფანო

24 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი

„ბურთი მთლიანად „ქართული ოცნების“ მოედანზეა“ - ასე პასუხობს თეთრ სახლთან დაახლოებული ექსპერტი კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტი, ჯეიმს კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს და ხელშესახებ შედეგებს დადებს.

ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა. სანქციები მხოლოდ დაპირებების ან კარგი წერილების გამო არ მოიხსნება. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოვიდეს რეალური წინადადებებით და მაგიდაზე რეალური, ხელშესახები შედეგები დადოს. () შეერთებული შტატები არასდროს მოხსნის სანქციებს მხოლოდ იმის დაპირებით, რომ მომავალში უკეთ მოიქცევიან, - აცადებ კარაფონო.

ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული კვლევითი ინსტიტუტის, „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება და თუ „ქართულ ოცნებას“ ჩინეთისა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს, ეს მისი არჩევანია. კარაფანოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ განსაკუთრებულ ურთიერთობას კონკრეტული ნაბიჯების გარეშე მიიღებს. მისი თქმით, თუ მმართველ გუნდში ეს არ ესმით, „მაშინ ისინი იდიოტები არიან“.

← მთავარი