← მთავარი
მსოფლიო

ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

27 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Reuters-ის ცნობით, ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზის შესახებ. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების დეტალები არ გახმაურებულა.გარდა ამისა, „The Times if Israel“-ის ცნობით, ხელი მოეწერა დოკუმენტს სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანის დაწყების შესახებ.შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ლიბანის ელჩმა, ნადა ჰამადე მოავადმა, ამას უწოდა „პირველი ნაბიჯი ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტის უზრუნველყოფისკენ, და ჩვენი ხალხის საკუთარ მიწაზე დაბრუნების შესაძლებლობისკენ“.ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლეიტერმა, განმარტა, რომ ირანი და ჰეზბოლა „გამორიცხულნი“ არიან სამმხრივი შეთანხმებებიდან.ისრაელის თავდაცვის არმიის მებრძოლები მხოლოდ ორი ტერიტორიიდან გავლენ, რომლებიც ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში აპრილში შექმნილი ბუფერული ზონის საწყისი საზღვრების გარეთაა, განუცხადა „The Times if Israel“-ს ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას არა ასახელებენ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ისრაელელ ჯარისკაცებს ბუფერულ ზონაში დარჩენის საშუალებას მისცემს. მან დასძინა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ორ „საპილოტე ზონას“ შექმნის.„ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაპირველ უსაფრთხოების ზონას, რომელიც [ჰეზბოლას] ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მოქმედების რადიუსს მოიცავს. ჩვენ არ ვაძლევთ ჰეზბოლას ან ლიბანის მოსახლეობას ამ ზონაში შესვლის უფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისრაელი აცხადებს: „ჩვენი უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას,“ თქვა ნეთანიაჰუმ.ლიბანისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობს აშშ-ის შუამავლობით და მხარეები რამდენჯერმე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ასევე ნახეთ

აშშ-ის გეგმა გულისხმობს ლიბანიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გასვლას

← მთავარი