← მთავარი
საზოგადოება

ISFED-მა "ტვ იმედის" მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის "ქარდზე" 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ISFED-მა

ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქგვერდზე 26 მაისს გამოქვეყნებული პოსტი შეისწავლა, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენის თემატურ ქარდზე ეროვნული მოძრაობის ლიდერების — ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

მონიტორინგის შედეგად ორგანიზაციამ გამოავლინა კოორდინირებული ქცევის ნიშნები, რომლებიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ სოციალურ მედიაში ხელოვნური მხარდაჭერის ილუზიას ქმნიდა.

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირდა ათასზე მეტი ტროლი და ბოტი (ძირითადად ქართული სახელებით), რომელთა ერთადერთ მიზანს აღნიშნულ პოსტზე მოწონებებისა და რეაქციების ხელოვნურად გაზრდა წარმოადგენდა. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ანგარიშები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი: შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, იყენებენ მსგავს ფოტოებს, იწერენ იდენტურ გვერდებს და ერთდროულად აზიარებენ მსგავს კონტენტს.

ორგანიზაციის დასკვნით, ეს კოორდინირებული ქსელი მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რათა პლატფორმაზე ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერისა და პოპულარობის ყალბი შთაბეჭდილება შექმნას.

“სამართლიანმა არჩევნებმა” აღნიშნული პოსტის ინტერაქციები შეისწავლა. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად.

ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა”, — წერს ორგანიზაცია.

ISFED-ის სტატია სრულად იხილეთ აქ.

← მთავარი