“ლივერპული” “ოსასუნას” შემტევის, ვიქტორ მუნიოსის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ესპანელის დამატების სურვილი მერსისაიდელთა ახალმა თავკაცმა, ანდონი ირაოლამ გამოთქვა. “ლივერპული” ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის. მუნიოსმა გასულ სეზონში “ოსასუნას” მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩში 7 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.თეგები:ლივერპულიტრანსფერებიანდონი ირაოლავიქტორ მუნიოსი(0) / (0)