სპორტი
რას გადაწყვეტს ირაოლა და მამარდაშვილი? - ქართველი გუნდთან ერთად აშშ-ში მიდის
Thisisanfield-მა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც “ლივერპულს” ივლისის ბოლოს ამერიკულ ტურნეში გაჰყვებიან და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ფრედი ვუდმენთან და არმინ პეჩთან ერთად, სიაში “მერსისაიდელთა” კიდევ ერთი კიპერი გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
ბოლო პერიოდში ჩვენებურს აქტიურად სერია A-ს კლუბებს უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ის გუნდის ახალ მწვრთნელ ანდონი ირაოლასთან ერთად საწყის ამხანაგურ შეხვედრებში იქნება და მის მომავალზეც გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
“ლივერპული” აშშ-ში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 ივლისს “სანდერლენდთან”, 30 ივლისს “ვრექსემთან” და 2 აგვისტოს “ლიდსთან”. ის ფეხბურთელები, რომლებიც მუნდიალზე ასპარეზობდნენ, გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.