← მთავარი
სპორტი

ირაოლამ „მილანს” „კრისტალ პალასი” არჩია — „როსონერის” 4 მილიონიანი შეთავაზება უარყო

28 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ირაოლამ „მილანს” „კრისტალ პალასი” არჩია — „როსონერის” 4 მილიონიანი შეთავაზება უარყო

„ბორნმუთის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა „კრისტალ პალასს” ჩაიბარებს — ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იტყობინება.

43 წლის სპეციალისტმა „მილანის” შეთავაზება უარყო. „როსონერი” ირაოლას 3-წლიანი კონტრაქტით და წელიწადში 4 მილიონი ევრო ანაზღაურებით ეცდებოდა. ირაოლა ამ პირობებზე თანახმა იყო, თუმცა კლუბის სატრანსფერო გეგმები და ბიუჯეტი შეუფერებლად მიაჩნდა.

„კრისტალ პალასმა” ირაოლას ტრანსფერებისთვის „მილანზე” სამჯერ მეტი თანხის გამოყოფა შესთავაზა. ინგლისური კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელზე ოფიციალურ განცხადებას მალე გამოაქვეყნებს.

ირაოლა ოლივერ გლასნერს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც „კრისტალ პალასმა” მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო.

← მთავარი