← მთავარი
სპორტი

"კატასტროფულ სიტუაციაში ვართ, გვავიწროვებენ" - ირანელები პირველი მატჩის მერე მძიმე პირობებზე ალაპარაკდნენ

16 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“კატასტროფულ სიტუაციაში ვართ, გვავიწროვებენ” - ირანელები პირველი მატჩის მერე მძიმე პირობებზე ალაპარაკდნენErnests Gulbis07:18/16-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანის ნაკრები ინგელვუდში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ აზიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოეიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ავიწროვებენ.    “აქ დარჩენა და მეორე დღეს აღდგენითი ვარჯიში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გვითხრეს, ახლავე უნდა წახვიდეთო. აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუყოვნებლივ ტიხუანაში დაბრუნება მოგივწია.    ეს ძალიან შემაშფოთებელია. არ ვიცი, ასე რატომ გვექცევიან. ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება და გადაწყვეტილებას არა FIFA-ში, არამედ სხვაგან იღებენ. აშშ-ში თამაშამდე 2 დღით ადრე უნდა ჩავსულიყავით, მეორე დღემდე აღდგენამდე უნდა დავრჩენილიყავით და ლანჩზე დავბრუნებულიყავით, რისი საშუალებაც არ მოგვეცა.    ჩვენს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტად ავიწროვებენ”, - განაცხადა გალენოეიმ.    ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ირანელთა გასახდელში FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ჩავიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ნაკრების კაპიტანმა მეჰდი ტარემიმ თქვა, რომ კატასტროფულ სიტუაციაში არიან.    მათთან ერთად ჩასვლას ვერ ახერხებს ფედერაციის პრეზიდენტი და დამხმარე პერსონალი. ცნობილმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან შესაძლო დახმარებას ელოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ძალები FIFA-საც არ გააჩნია.    ინფორმაციისთვის, G ჯგუფში პირველი ტურის მერე ოთხივე ნაკრებს 1 ქულა აქვს. ირანელები მომდევნო მატჩს 21 ივნისს იმავე სტადიონზე გამართავენ. გუნდი მექსიკაშია დაბინავებული, მატჩებს კი აშშ-ში მართავს. თეგები:მეჰდი ტარემი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი