← მთავარი
მსოფლიო

ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას კოორდინაციის მექანიზმების - სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას კოორდინაციის მექანიზმების - სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე

„ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას კოორდინაციის მექანიზმების - სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ, რათა რაიმე გაურკვევლობის ან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გემებს შეეძლოთ აღნიშნულ ცენტრთან დაკავშირება“ | ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და აშშ-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ირანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე ახლა ირანის მართვის ქვეშ იქნება და ის აღარასოდეს დაბრუნდება ომის წინანდელ მდგომარეობას ღალიბაფის ცნობით, ირანი ზუსტად შეასრულებს საერთაშორისო კანონებს და სწრაფად იმოქმედებს ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად „ბუნებრივია, ისევე როგორც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ლიბანში ან სხვაგან, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ჰორმუზის სრუტეშიც. როგორც ხედავთ, ზოგიერთ შემთხვევაში, ღამით შეტაკებებიც კი მოხდა“ | ამბობს ღალიბაფი. მანვე დასძინა, რომ ცხელი ხაზი ხელს შეუწყობს „უსაფრთხოებისა და მოძრაობის ნაკადის უმაღლეს დონეზე“ უზრუნველყოფას“. „თუ ამერიკელებს რაიმე წინააღმდეგობა ექნებათ, ან თუ რომელიმე გემს რაიმე მარშრუტთან დაკავშირებით გარკვევა დასჭირდება. მათ შეუძლიათ დაკავშირება“ | თქვა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ცენტრთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ

← მთავარი