საზოგადოება
ომბუდსმენი: მხარს ვუჭერ ყველა მექანიზმს, რომელიც პატიმრებს ვადაზე ადრე გათავისუფლების შეসაძლებლობას აძლევს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მხარს უჭერს ყველა მექანიზმს, რომელიც პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლებას შეუწყობს ხელს, — მათ შორის სასჯელის შემსუბუქებასა და შეწყალებას.
„მე მომხრე ვარ, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე სასჯელების შემსუბუქების, ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების — ყველა იმ მექანიზმის, რაც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე,” — განაცხადა იოსელიანმა „ტვ პირველის” ჟურნალისტთან საუბრისას.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ეს პოზიცია ყველა პატიმარს ეხება, მათ შორის მათ, ვინც ამჟამად სასჯელს იხდის. ამავდროულად, იოსელიანმა განმარტა, რომ საპატრიარქოსგან შესაძლო შუამდგომლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ან კომუნიკაცია არ მიუღია.