← მთავარი
საზოგადოება

მიტროპოლიტი დანიელი: „ინტრონიზაციაზე ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა — მეუფე ზოსიმე კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ”

13 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მიტროპოლიტი დანიელი: „ინტრონიზაციაზე ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა — მეუფე ზოსიმე კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ”

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი პალიტრანიუსს ეუბნება, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციაზე ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა, გარდა ორისა.

„ინტრონიზაციაზე ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არდასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე — ზოსიმე კი ახალი პატრიარქის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია”, — განმარტავს დანიელი.

მისივე თქმით, ახლა ეკლესიის წინაშე ისეთი ვალდებულებები დგას, რომელთა შესასრულებლად გაერთიანება აუცილებელია: „თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ.”

← მთავარი