8 ქალი, და-ძმა, დედა-შვილი, ქვეყნის შიგნით და ემიგრაციაში დაკარგულები - ვინ არიან ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქეები
ინტერპოლის მონაცემებით, ამ დროისთვის ყვითელი ცირკულარით - რაც გაუჩინარებულ და დაკარგულ პირთა საერთაშორისო ძებნას გულისხმობს - საქართველოს 21 მოქალაქე იძებნება.
წვერავა რამინი – დაბადებული 14/04/1959. დაიკარგა 2026 წლის 11 მარტს საქართველოდან, 66 წლის ასაკში.
გეგუჩაძე მიხეილი – დაბადებული 04/01/1991. დაიკარგა 2025 წლის 1 ივნისს ნეაპოლში, 34 წლის ასაკში.
ახვლედიანი თიკო – დაბადებული 27/08/1990. დაიკარგა 2025 წლის 25 მაისს ავსტრიაში, 34 წლის ასაკში.
ქობულაძე ნინო (თიკო ახვლედიანის შვილი) – დაბადებული 07/04/2019. დაიკარგა 2025 წლის 25 მაისს ავსტრიაში, 6 წლის ასაკში.
ჯორდანიძე რევაზ – დაბადებული 15/07/1984. დაიკარგა 2024 წლის 1 დეკემბერს გერმანიაში, 40 წლის ასაკში.
ახმედოვი ლონდა – დაბადებული 25/11/2005. დაიკარგა 2024 წლის 1 ნოემბერს ბერლინში, 18 წლის ასაკში.
დოლიძე გოგი – დაბადებული 21/08/1999. დაიკარგა 2017 წლის 7 დეკემბერს ქობულეთში, 18 წლის ასაკში.
ბერიკაშვილი გრიგოლ – დაბადებული 02/07/1962. დაიკარგა 2017 წლის 2 ივლისს ქალაქ პერამადან, 55 წლის ასაკში.
ალიევი გიორგი – დაბადებული 24/09/1996 რუსთავში. დაიკარგა 2017 წლის 20 მარტს, 20 წლის ასაკში.
ნებაძე ჯემალ – დაბადებული 27/01/1976. დაიკარგა 2016 წლის 5 აგვისტოს, 40 წლის ასაკში.
საგირაშვილი ნიკა – დაბადებული 18/04/1990 გორში. დაიკარგა 2016 წლის 28 მაისს გორიდან, 26 წლის ასაკში.
დიასამიძე დარეჯან – დაბადებული 19/12/1996 ხელვაჩაურში. დაიკარგა 2013 წლის 7 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონიდან, 16 წლის ასაკში.
ლაცაბიძე ზაზა – დაბადებული 07/12/1975 ხაშურში. დაიკარგა 2012 წლის მარტში, 36 წლის ასაკში.
ხოშბეკიანი ვლადიმერ – დაბადებული 25/01/1955. დაიკარგა 2011 წლის 28 იანვარს ადიღეის რესპუბლიკაში, 56 წლის ასაკში.
გიორგაძე ნათია – დაბადებული 02/10/1991. დაიკარგა 2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისიდან, 19 წლის ასაკში.
ხახალეიშვილი გოგა – დაბადებული 27/10/1977 თერჯოლაში. დაიკარგა 2010 წლის 16 იანვარს, 32 წლის ასაკში.
მიკუტიშვილი ანა – დაბადებული 21/03/1988 თბილისში. დაიკარგა 2007 წლის 21 მარტს, 19 წლის ასაკში.
გოგინაშვილი მარიამ – დაბადებული 18/07/1987. დაიკარგა 2002 წლის 24 ივლისს, 15 წლის ასაკში.
ჯავანი (ჯაოიანი) გიორგი – დაბადებული 17/08/1989 თბილისში. დაიკარგა 1997 წელს, 7 წლის ასაკში.
ჯავანი (ჯაოიანი) თამარა – დაბადებული 21/11/1990. დაიკარგა 1997 წელს, 6 წლის ასაკში (ასევე აღნიშნულია, როგორც გიორგი ჯავანის და).
მელქაძე გიორგი – დაბადებული 05/02/1968. დაიკარგა 1994 წლის 1 იანვარს, 25 წლის ასაკში.