← მთავარი
მსოფლიო

ინგუშეთში გარდაცვლილი იპოვეს 8 წლის ბიჭი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

22 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ინგუშეთში გარდაცვლილი იპოვეს 8 წლის ბიჭი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა

ინგუშეთში 8-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარე სუნჯაში მეგობრის გადასარჩენად გადახტა და დინებამ წაიღო. ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სამსახურის მაღალჩინოსნები და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

8 წლის ხიზირ დერბიჩევი 15 ივნისს დაიკარგა, როცა ის მდინარე სუნჯაში მეგობრის გადასარჩენად გადახტა. ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, მეგობარი, რომელმაც ხის ტოტებზე მოჭიდება შეძლო, გადაარჩინეს, თუმცა, ხიზირი ძლიერმა დინებამ წაიღო. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათასობით მოხალისე იყო ჩართული, მათ შორის, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინგუშეთში მოხალისეები ჩავიდნენ საქართველოდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდანაც.

← მთავარი