← მთავარი
საზოგადოება

კიდევ ერთი ტრაგედია: 8 წლის გმირი ბიჭუნას ცხედრის პოვნისას, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
კიდევ ერთი ტრაგედია: 8 წლის გმირი ბიჭუნას ცხედრის პოვნისას, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა

მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს, რომელიც დაღესტნიდან იყო, გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “ჯემნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა. 8 წლის ხიზირ დერბიჩევს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.

← მთავარი