თევზეული 20.4%-ით, ხორცი 9.8%-ით, ხილი 8.7%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია 5.8%-ია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციამ 5.8% შეადგინა.
გასული 1 წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად, 16.5%-ით გაზრდილია ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87%-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 24% და სატრანსპორტო მომსახურებაზე 11.8%.
რაც შეეხება სურსათს, საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 5.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
თევზეული - 20.4%; ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.8%; ხილი და ყურძენი - 8.7%; პური და პურპროდუქტები - 6.6%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 5.5%; ზეთი და ცხიმი - 5.5%; ყავა, ჩაი და კაკაო - 4.2%; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.8%; რძე, ყველი და კვერცხი - 1.8%; ბოსტნეული და ბაღჩეული - 0.4.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა:
ტრანსპორტი - 16.5%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.4%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 7.3%; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 7.2%; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5.4%; ჯანმრთელობის დაცვა - 4.7%; განათლება - 2.4%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.1%; დასვენება, გართობა და კულტურა - 0.9%;
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდა:
კავშირგაბმულობა - 6%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 2.2%;
ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2026 წლის მაისთან შედარებით: