სპორტი
დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს
იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ამაზე კომენტარი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გააკეთა. „ჩვენ ტურნირის 64 ნაკრების მონაწილეობით ჩატარებას განვიხილავდით, რათა ფეხბურთში მთელი მსოფლიო უფრო მეტად იყოს ჩართული. ეს საკითხი ფიფას საბჭოზე დაისვა, მაგრამ მოდით, პირველი 48-გუნდიანი პირველობით ვისიამოვნოთ. შესაძლოა, იტალია 64-ნაკრებიან ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ბარიერს გადალახავს… შემდეგ შეიძლება ტურნირზე 208 მონაწილის ვარიანტამდე მივიდეთ და ვნახოთ, მოახეხებენ თუ ისინი მიზნის მიღწევას“, - განაცხადა ინფანტინომ CazéTV-სთან ინტერვიუში.თეგები:იტალიის ნაკრებიმსოფლიოს ჩემპიონატიჯანი ინფანტინო(3) / (3)