თბილისში 23 წლის ინდოელი სტუდენტი ორი კვირაა ქრება — ოჯახი დახმარებას ითხოვს
14 მაისიდან თბილისში გაუჩინარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) 23 წლის სტუდენტი დვანიტ რაჯდიპი. ახმედაბადიდან, ინდოეთის გუჯარათის შტატიდან წარმოშობილი, ის მედიცინას სწავლობდა. ოჯახს ბოლო კონტაქტი მასთან სწორედ 14 მაისს ჰქონდა.
კონფლიქტი ბინის გამქირავებელთან
მამის, მაიურ რაჯდიპის თქმით, დვანიტი „სასტიკ შევიწროებას განიცდიდა” ბინის გამქირავებელი ინდოელი მამაკაცის — „ანილის” — მხრიდან, ისევე, როგორც ამ ბინაში სხვა მაცხოვრებლებისგან.
„ფული, საკვები, ტანსაცმელი — ყველაფერი სძარცვეს. როდესაც გადადინება გადაწყვიტა, ანილმა დეპოზიტი არ დაუბრუნა. ოთახში გამოკეტეს, ტელეფონი ჩამოართვეს, სულ 6 500 დოლარი გამოაძალეს,” — წერს ინდური გამოცემა ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბოლოს, მამამ ბიჭს ინდოეთში ავიაბილეთი გაუგზავნა. „პასპორტი და ტელეფონი აიღო, წავიდა — და კავშირი გაწყდა,” — ამბობს ოჯახი.
ძმა თბილისში, შსს იძიებს
სტუდენტის ძმა, მიჰირ რაჯდიპი, თბილისში ჩამოვიდა. შსს-მ 15 მაისს გამოძიება დაიწყო. CIU-მ 27 მაისს გამოაქვეყნა, რომ ბოლოს სტუდენტი 14 მაისს, 15:30 საათზე, კავკასიის სამედიცინო ცენტრის (საბურთალო) მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
„ინფორმაციის მიღებისთანავე ადმინისტრაციამ 112-ს განაცხადა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, იმავე დღეს საქმე აღიძრა,” — წერს CIU.
სტუდენტის ოჯახი ინდოეთის მთავრობასაც დახმარებას სთხოვს. საქართველოში ინდოეთის საელჩო საქმის კურსშია.