5 ივლისს სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკის PLUS ქულებით გადახდისას მიიღონ 50%-იანი ფასდაკლება და შეიძინონ ჯანმრთელობისა და თავის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქცია „იმპექსის“ ნებისმიერ ფილიალში.
აქცია მოქმედებს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში და ვრცელდება „იმპექსის“ სრულ ასორტიმენტზე.
PLUS პროგრამასთან დაკავშირებული პირობებისა და ტექნიკური საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბანკის ცხელ ხაზს.
სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“