← მთავარი
პოლიტიკა

სანქცირებული „იმედი” 2026 წლის I კვარტალში „მეამასგან”, „ორბისა” და „ანაგისგან” ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შოულობდა

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სანქცირებული „იმედი” 2026 წლის I კვარტალში „მეამასგან”, „ორბისა” და „ანაგისგან” ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შოულობდა

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ტელეკომპანია „იმედმა” 2026 წლის I კვარტალში „მეამას”, „ავენიუ ბაი ორბისა” და „ანაგის” რეკლამებიდან თითოეულისგან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიმუშავა.

„შპს „მეამას” 85%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილია. „ანაგის” 100%-იანი წილი ნანა აროშიძეს ეკუთვნის, კომპანიის დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა კი „ქართულ ოცნებას” 2023–2025 წლებში 180 000 ლარი შეწირა. „ავენიუ ბაი ორბის” მფლობელი ზაზა ზოიძის საკუთრებაში არსებული „ორბი ჯგუფი ბათუმია,” — იუწყება „მედიაჩეკერი”.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები წინა წელთან შედარებით 72.7%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამ შემოსავლების ყველაზე დიდი წილი — 87.4% — პირდაპირ რეკლამას მიეკუთვნება.

სარეკლამო შემოსავლების მიხედვით 2026 წლის I კვარტალში ტელეკომპანიების ხუთეული ასე გამოიყურება: „იმედი” — 9,8 მლნ ლარი; „რუსთავი 2” — 7,2 მლნ ლარი; „პოსტვ” — 1,9 მლნ ლარი; „ტვ პირველი” — 975 ათასი ლარი; „ფორმულა” — 936 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, გასული წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედი” და „პოსტვ” სანქციების ქვეშ მოაქცია. მმართველი „ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ყველა ბიზნესსუბიექტს დაარიგა, სანქციების მიუხედავად, ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა.

← მთავარი