← მთავარი
საზოგადოება

სანქცირებულ „იმედმა” პირველ კვარტალში სამ კომპანიის რეკლამებიდან თითო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო

15 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
სანქცირებულ „იმედმა” პირველ კვარტალში სამ კომპანიის რეკლამებიდან თითო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო

ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფმა ტელეკომპანია „იმედმა” 2026 წლის I კვარტალში „მეამას”, „ავენიუ ბაი ორბისა” და „ანაგის” რეკლამებიდან თითოეულიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო — ამის შესახებ „მედიაჩეკერი” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „შპს „მეამას” 85%-იანი წილი ბიზნესმენ სულიკო ვარსემაშვილს ეკუთვნის. „ანაგის” 100%-იანი მფლობელი ნანა აროშიძეა, მმართველი — ზაზა გოგოტიშვილი. ამ კომპანიის დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა „ქართულ ოცნებას” 2023–2025 წლებში 180 000 ლარი შესწირა. „ავენიუ ბაი ორბი” კი ზაზა ზოიძის „ორბი ჯგუფ ბათუმს” ეკუთვნის.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკით, 2026 წლის I კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 72,7%-ით გაიზარდა — ჯამში 25,6 მილიონ ლარი.

ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავლები ამ ხუთ ტელეარხს ჰქონდა:

  1. „იმედი” — 9,8 მლნ ლარი
  2. „რუსთავი 2” — 7,2 მლნ ლარი
  3. „პოსტვ” — 1,9 მლნ ლარი
  4. „ტვ პირველი” — 975 ათასი ლარი
  5. „ფორმულა” — 936 ათასი ლარი

შეგახსენებთ, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის სანქციების რეგულაციების ფარგლებში, „იმედი” და „პოსტვ” დაასანქცირა. 25 თებერვალს, პრემიერ ირაკლი კობახიძემ ბიზნესკომპანიებს მოუწოდა, ორივე ტელეარხთან თანამშრომლობა გაეგრძელებინათ.

← მთავარი