რა ტრავმა მიიღო ილია თოფურიამ და რატომ დაებინდა მხედველობა ბრძოლის დროს?
ვაშინგტონში გამართული ისტორიული ღონისძიება - UFC Freedom 250, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა,სპორტული სამყაროსთვის არა მხოლოდ სანახაობრივი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც მძიმე აღმოჩნდა. ბრძოლის შეწყვეტამ და ჩემპიონის პირდაპირ საავადმყოფოში გადაყვანამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ბეწვის ხიდზე გადიან პროფესიონალი მებრძოლები ოქტაგონზე.
ორბიტალური ძვლის სავარაუდო მოტეხილობა და მხედველობის პრობლემები
მესამე რაუნდში გეიჯის მიერ განხორციელებული დარტყმების (მარცხენა-მარჯვენა კომბინაციის) შედეგად, ილიამ თვალის არეში მასიური ტრავმა მიიღო. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აღნიშნა: “თვალი ისე ჰქონდა დაზიანებული, სავარაუდოდ, ორბიტალური ძვალი აქვს მოტეხილი.” სამედიცინო ენაზე, ამას თვალბუდის (ორბიტის) მოტეხილობა (ე.წ. Blowout fracture) ეწოდება.
რატომ იწვევს ეს მხედველობის დაბინდვასა და გაორებას?
ანატომიური დამცავი მექანიზმი: თვალბუდის ქვედა კედელი საკმაოდ თხელია. ძლიერი, ბლაგვი დარტყმისას ის ტყდება, რათა თავად თვალის კაკალი გასკდომისგან გადაარჩინოს და წნევა შეამციროს. კუნთის ჩაჭედვა: მოტეხილობის ნაპრალში ხშირად იჭედება თვალის მამოძრავებელი კუნთი ან მიმდებარე ქსოვილები. სწორედ ეს იწვევს თვალის მოძრაობის შეზღუდვას და მხედველობის გაორებას (დიპლოპიას). მასიური შეშუპება და ჰემატომა: ქსოვილებში სისხლის ჩაქცევა ფიზიკურად ზღუდავს მხედველობის ველს და თვალის კაკალზე ზეწოლის გამო ფოკუსირების უნარს აქვეითებს.
კორპუსის ტრავმა: ბოლო წვეთი
ვრცლად წაიკითხეთ mkurnali.ge-ზე