← მთავარი
სპორტი

ილია თოფურია ვაშინგტონში ჩავიდა — მომდევნო კვირას ჯასტინ გეიჯს უპირისპირდება

7 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ილია თოფურია ვაშინგტონში ჩავიდა — მომდევნო კვირას ჯასტინ გეიჯს უპირისპირდება

UFC-ის ქართველი ორმაგი ჩემპიონი ილია თოფურია ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც მომდევნო კვირას ჯასტინ გეიჯს დაუპირისპირდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩემპიონი შვილთან და ძმასთან ერთად ამერიკის დედაქალაქშია.

„მომავალ კვირას მსოფლიოს შევახსენებთ, თუ რატომ ვართ საუკეთესოები” — წერს თოფურია.

2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 28 ივნისს ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მსუბუქ წონაში ჩემპიონობაც მოიპოვა. ისტორიაში პირველია, ვინც UFC-ის ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ერთხელ მარცხის გარეშე გახდა. 2025 წლის მონაცემებით, მამაკაცთა შორის pound-for-pound რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

← მთავარი