"ილია თოფურია იბრძოდა ისე, როგორც ჩვენი საუკეთესო წინაპრები იბრძოდნენ" - გიორგი კეკელიძე
“ილია თოფურია იბრძოდა ისე, როგორც ვიცით, რომ ჩვენი საუკეთესო წინაპრები იბრძოდნენ,“ - ასე აფასებს მწერალი გიორგი კეკელიძე UFC-ის ქართველი მბრძოლისა და ჯასტინ გეიჯის შეხვედრას თეთრ სახლში, სადაც ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული დათმო.
მისი თქმით, ილია აუცილებლად დაბრუნდება და ყველა დროის საუკეთესო გახდება.
“ილია თოფურია იბრძოდა ისე, როგორც ვიცით, რომ ჩვენი საუკეთესო წინაპრები იბრძოდნენ. და ილიამ შესანიშნავად იცის, რომ ხან შეიძლება წააგო, მაგრამ არ დამარცხდე. რადგან ერთადერთი ბრძოლა, სადაც დამარცხდები, არის ბრძოლა, რომელსაც არ იბრძოლებ. მომავალი მისია. ის აუცილებლად დაბრუნდება და ყველა დროის საუკეთესო გახდება,“ - წერს გიორგი კეკელიძე. იხილეთ ასევე:
ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო