← მთავარი
სპორტი

ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს - ცნობილია მისი ტრავმების სრული სამედიცინო დასკვნა

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს - ცნობილია მისი ტრავმების სრული სამედიცინო დასკვნა

მოსალოდნელიც იყო, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა რეალობა - ილია თოფურია 2026 წელს ოქტაგონზე აღარ დაბრუნდება. თუმცა, ამ ეტაპზე მის გუნდში ამაზე, რა თქმა უნდა, საერთოდ არ ფიქრობენ. “მატადორმა” რეაბილიტაციის პროცესი უკვე სახლში დაიწყო მას შემდეგ, რაც გუშინ ვაშინგტონის საავადმყოფო დატოვა. იქ ის „UFC Casa Blanca“-ს ტურნირის დასრულებისთანავე გადაიყვანეს.

სპორტსმენს ორივე მხარეს ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა გადაადგილების (წანაცვლების) გარეშე. ეს არის საბოლოო სამედიცინო დასკვნა, რომელიც მისი გარემოცვიდან გავრცელდა.

პოზიტიური სიახლე კი ის არის, რომ აღნიშნული ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება. ყველაზე ცუდი სცენარი, რომლისაც ყველას ეშინოდა, თავიდან იქნა აცილებული. თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ჯასტინ გეიჯისთან (28-5) გამართული უმძიმესი ბრძოლის შემდეგ, მას მარჯვენა თვალი უფრო მეტად აქვს დაზიანებული, ვიდრე მარცხენა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ შეიძლება ჟღერდეს ეს დიაგნოზი, ილია თოფურიას გარემოცვა მისი სპორტული მომავლის თაობაზე სიმშვიდეს ინარჩუნებს. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტავენ, მას ახლა უბრალოდ სრული დასვენება და რეაბილიტაცია სჭირდება. “ჩემი გეგმაა, რომ ის სახლში წავიდეს, დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. ეს ღამე მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა“, - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე. ეს განცხადება მან იმაზე ადრე გააკეთა, სანამ ესპანურ-ქართველი ორმაგი ჩემპიონის ტრავმების ზუსტი მასშტაბი გახდებოდა ცნობილი, რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. წაიკითხეთ ასევე:

“თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს…” - რას წერს “ევროსპორტი”? “თუ სამედიცინო ხარჯებისთვის ფული დაგჭირდება, შემატყობინე” - ვინ რა დაწერა ილიას მარცხის შემდეგ: ცნობილი სპორტსმენების გამოხმაურებები

← მთავარი