როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი ტრავმების შემდეგ - "საავადმყოფოში გადაიყვანეს..."
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. დანა უაითის განცხადებით, ილია “შეხვედრის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავისა და სახის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ“. UFC-თვის იშვიათი შემთხვევა არ არის, რომ მებრძოლები სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანონ. განსაკუთრებით, თუ სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლებში არიან ჩართულნი.
უაითმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ილიას თვალბუდის ძვალი აქვს ჩატეხილი და საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სახლში უნდა წავიდეს და დაისვენოს, მას კი მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებს.
უათს ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზეც დაეკითხნენ, UFC-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამაზე ჯერჯერობით არც კი ფიქრობს. შეგახსენებთ, UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. “მატადორის” ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა. 37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული. წყარო იხილეთ ასევე:
“ბრძოლა ილიას ძმამ შეაჩერა…“მატადორი” ყოფილ ცოლთან დაპირისპირებამ გატეხა?” - რას წერს ესპანური მედია თოფურიას გეიჯისთან მარცხზე? ოთხრაუნდიანი უმძიმესი ბრძოლა, გატეხილი სახე და შეზღუდული მხედველობა - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯთან ბრძოლა წააგო