← მთავარი
სპორტი

დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და, სავარაუდოდ, თვალბუდის (ორბიტალური) ძვალი აქვს მოტეხილი. ამის შესახებ Championship Rounds პლატფორმა X-ზე წერს. უაითის განცხადებით, თოფურიამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ახლა მისთვის მთავარი გამოჯანმრთელებაა. “ის სერიოზულადაა დაზიანებული. ჩემი გეგმა მისთვის არის, რომ სახლში დაბრუნდეს, დაისვენოს და საჭირო დრო დაუთმოს აღდგენას. ეს მისთვის ძალიან მძიმე ღამე იყო”, — განაცხადა დანა უაითმა.

🚨 Dana White says Ilia Topuria is in the hospital right now, and believes he has a broken orbital bone 😳”He’s busted up. My plans for him are to go home and rest, take his time. Tonight was a rough night for him.” pic.twitter.com/y3ox7hqGfG— Championship Rounds (@ChampRDS) June 15, 2026

ცნობისთვის, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერიას უმასპინძლა. ოქტაგონზე, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში, ამერიკელმა ჯასტინ გეიჯმა ქართველი ილია თოფურია დაამარცხა. ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა

← მთავარი